"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივრის გამარჯვებაა" - ქიბარ ხალვაში

ეს პერსონა

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ მისი, არამედ ტელეკომპანიის გულშემატკივრების გამარჯვებაა.

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივრის გამარჯვებაა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ნარატივს, რომ ქართული სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლესთან კავშირი არ აქვს და ეს, მხოლოდ მათი პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო. "რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი2“ ავრცელებს. მისივე თქმით "მე და ჩემს გუნდს, სწორედ, ამ ვითარებაში მოგვიწია ტელეკომპანიის გადაბარება. ჩვენ მივედით ვალებში ჩაძირულ არხზე, სადაც განადგურებული იყო ტელეკომპანიის ფინანსური მდგრადობა და განიავებული იყო ქონება.

ჩვენ ურთულეს ვითარებაში დავიწყეთ ტელევიზიის ხელახლა მშენებლობა. არხის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობით, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ "რუსთავი 2"-ს, რომლის თითოეულ გადაცემას ელოდა ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში, რომელიც არა ვინმეს პროპაგანდისტული იდეების გამტარი, არამედ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოჯახი იქნება", - წერს ქიბარ ხალვაში.

1
1
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top