ვის დაუჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილი 2020 წლის არჩევნებში

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მხარს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერს, მან ამის შესახებ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობა მისთვის  მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის აბსოლუტურად დისკრედიტირებული იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც დატოვებს ამ ერთობას და ნამდვილად არავის მივცემ ხმას, ვინც ამ ერთობას დატოვებს და პირველი განუდგება იმ მიზანს, რომელიც მისაღწევია. არ მივცემ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენს ვნახავთ, ვინ დარჩება. შიგნით ვინც დარჩება, ამოვარჩევ ვინმეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის პოლიტიკურადაა მიუღებელი, „ქართული ოცნება“ კი მორალურად.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top