ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის წინ - ვიდეო

ეს პერსონა

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან გაშლილ კარვებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. ჩხუბის ამსახველ ვიდეოს "TV პირველი" ავრცელებს. 

პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" მივიდა და კარვის გაშლა დაიწყო. მაშინ ხმაური მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იყო. 

"გადაარჩინე სიცოცხლეს" წევრების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტი ძალაა და კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს". 

სამართალდამცავებმა ადგილიდან რამდენიმე პიროვნება გაიყვანეს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top