"ახალი პაპის" გამოსვლის თარიღი ცნობილია

ეს პერსონა

ტელეარხმა HBO-მ სერიალი "ახალი პაპის" მესამე ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. პაოლო სორენტინოს მიერ გადაღებული სერიალი, "ახალი პაპი" 2016 წლის "ახალგაზრდა პაპის" გაგრძელებაა, ახალი სერიები HBO-ზე 2020 წლის 13 იანვრიდან დაიდება.

2020 წლის სერიალის მთავარი გმირი, რომის პაპი იოანე პავლე მესამეა (ჯონ მალკოვიჩი), რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად პიუს მეცამეტის (ჯუდ ლოუ) კომაში ყოფნის დროს დანიშნეს. 

ტრეილერიდან ჩანს, რომ სერიალი სავსეა მოულოდნელობებით, მასში ახალი პერსონაჟები ჩნდებიან, არის ასევე დაპირისპირებები გმირებს შორის.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top