საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაფერისია

ეს პერსონა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაფერისია და ეროვნული ბანკის პოზიცია ლარის კურსთან დაკავშირებით დაბალანსებულია.  ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადა, სადაც 2018 წლის ანგარიში წარადგინა. 

გვენეტაძის თქმით, მათი მიზანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს კურსის მკვეთრ რყევას და ამავე დროს, არ გაიფლანგოს არსებული რეზერვები კურსის შენარჩუნების მიზნით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა დედოლარიზაციის კუთხითაც. 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top