ენმ: აეროპორტში გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ

ეს პერსონა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით", გიგი უგულავს და გოკა გაბაშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

"დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ის გარემოება, რომ თავდასხმა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხობას ათობით პოლიციის თანამშრომელი იცავს და დამონტაჟებულია მრავალი კამერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ძალადობის ეს აქტი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული პროვოკაციული მოქმედებები ნათელს ხდის, რომ მმართველმა ძალამ საბოლოოდ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, ჯანსაღი დემოკრატიული დებატისათვის არ აქვს არგუმენტები და აგონიურ მდგომარეობაშია. ივანიშვილი გრძნობს "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულს და ცდილობს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. სინამდვილეში კი მისი ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, კიდევ უფრო აახლოვებს ივანიშვილის პოლიტიკურ ფინიშს", - აღნიშნულია ენმ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top