Time-მა წლის პერსონად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

ეს პერსონა

ჟურნალმა Time-მა წლის პერსონად შვედი მოსწავლე და ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დაასახელა.

„ტუნბერგი არაა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ ადვოკატური ჯგუფის ლიდერი, ის არაა პირველი, ვინც განგაში ატეხა კლიმატის კრიზისზე, არც ყველაზე კვალიფიცირებულია ამის გამოსასწორებლად. ის არაა მეცნიერი ან პოლიტიკოსი. მას არ აქვს წვდომა გავლენის ტრადიციულ ბერკეტებთან. ის არც მილიარდერია, არც პრინცესა, არც პოპ-ვარსკვლავი და არც ზრდასრული. ის ჩვეულებრივი მოზარდი გოგოა, რომელმაც გაბედა, ელაპარაკა სიმართლე და გამხდარიყო თაობის ხატი. განმგმირავი შეშფოთებით აბსტრაქტული საფრთხის გაჟღერებით ტუნბერგი გახდა პლანეტის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის ყველაზე დამაჯერებელი ხმა“, - წერს Time.

შვედი მოსწავლის შესახებ მსოფლიომ 2018 წელს გაიგო. იმ წელს ტუნბერგმა სტოკჰოლმში, პარლამენტთან აქცია მოაწყო. განაცხადა, რომ სკოლაში პარასკევობით აღარ ივლის, სანამ ხელისუფლება პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა. ამის შემდეგ გრეტას სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ტუნბერგს ხშირად იწვევენ კონფერენციებზე. ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top