მღვდლის ყოფილი მეუღლე ყვება, თუ როგორ ძალადობდა მასზე ყოფილი ქმარი - ვიდეო

ეს პერსონა

ნინო გორგოშიზე 2006 წელს დაქორწინდა. ქმარმა მასზე ძალადობა დაოჯახებიდან მე-2 დღეს დაიწყო. 2008 წელს გორგოშიძის მეუღლე მღვდელი ხდება. ამ დროისთვის ოჯახში ასევე მეორე სასულიერო პირიც იყო - მამამთილი, რომელიც რძალს წლების განმავლობაში თმენისაკენ მოუწოდებდა.

"მან პირველად იძალადა ჩემზე, ქორწინებიდან მეორე დღეს. მან დედა შემაგინა იმის გამო, რომ მე სუნამო დავისხი, რომელიც ჩემმა მეგობარმა დამუჩქა ქორწილში. ქორწინებამდე მე სუნამოსაც ვისხამდი. არ ვიცოდი მას თუ არ უყვარდა. ქორწინების შემდეგ მე აკრძალული მქონდა სუნამოს დასხმა, მაკიაჟი, ლაკის წასმა. აკრძალვებში მას არ ვეწინააღმეგებოდი, ვემორჩილებოდი. გინება, პანჩურების ამორტყმა, სახეში გარტყმა - ეს იყო საშინელება, ძალიან რთული იყო ჩემთვის. 
ჩემი მეუღლე ყოველთვის დამოკიდებული იყო სასმელზე. ყოველდღე სახლში ბრუნდებოდა შუაღამეზე. გვაწიოკებდა. დაძინებულ ბავშვებს მიღვიძებდა. ჩემზე ძალადობდა სიტყვიერად, ფიზიკურად. მეუბნებოდა, რომ მქონდა ქათმის ტვინი. "ქათმის ტვინა ენა ჩაიგდე", "ენას ამოგაგლეჯ", "კაცი ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ"  - მეუბნებოდა.
ამ თემებში მე ჩავთრთე ყოფილი მამამთილი და დახმარებას ვთხოვდი მას. იგიც სასულიერო პირია, დეკანოზია და ჩემთვის იგი ავტორიტეტი იყო. მაგრამ მისგანაც ორმაგი სვლები იყო. ის ძალადობდა ჩემზე სიტყვიერად, ფსიქოლოგიყრად. მაიძულებდა ეს ყველაფერი ამეტანა, მომეთმინა, რადგან მღვდლის ცოლობა არ იყო ადვილი და რომ თვითოაც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ცოლიც ასე ცხოვრობდა და იტანდა და რომ მე მაგალითი ამეღო ჩემი დედამთილის ცხოვრებიდან" - ყვება გორგოშიძე.

კითხვაზე თუ რატომ დუმდა ამ წლების განმავლობაში ამბობს, რომ მას მღვდელი ქმრის დახმარება სურდა.

"მე ვდუმდი. რატომ? დროთა განმავლობაში მე მოვიძიე ინფორმაციები იმ ადამიანებისგან ვინც იყო ჩემი მამამთლის ახლობლები და მათგან გავიგე შემდეგი ინფორმაცია, რომ ჩემი ყოფილი მამამთილი მთელი ცხოვრება სვამდა და ძალადობდა ოჯახზე, ანალოგიურად. ჩემი მეუღლე კი გამწარებული დედისგან ისჯებოდა სარეცხი ჯოხის ცემით. მე მივხვდი იმას, რომ ჩემ ყოფილ ქმარს ჰქონდა ფსიქიკაში დარღვევები. ვავლებდი პარალელებს. ის იყო ძალიან შრომისმოყვარე, კეთილშობილი, უანგარო და პატიოსანი თავის საქმეში. ნასვამ მდგომარეობაში იყო დემონი, ფხიზელ მდგომარეობაშ იყო ანგელოზი. მე მინდოდა მისი დახმარება ეს იყო ჩემი დუმილის მიზეზი, რომ მე მინდოდა მისი დახმარება" - ამბობს გორგოშიძე.

მისივე თქმით, მეღლის დამახურებით მის უფროს ქალიშვილს 2-ჯერ ტვინის შერყევაც ჰქონდა. პირველი 5 წლის ასაკში მიიღო, როდესაც მღვდელმა კედელს შეახეთქა.

დღეს ნინო გორგოშიძე წიგნს "ფოფოდია" წერს, სადაც აღწერილი იქნება თუ როგორ ძალადობდა ყოფილი მეუღლე მასზე. წიგნის წერა დაწყებული აქვს და იგი მის ბიოგრაფიას ეძღვნება. 

ვიდეო:

ტეგები:
3
4
10
20
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top