"ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი" - რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - ვიდეო

ეს პერსონა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, დაჩი ბერაია და  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

იხილეთ ვიდეო:


 

4
7
2
3
10
კომენტარები
ეს პერსონა
Top