2019 წლის საუკეთესო სანაპიროები გამოვლინდა - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

სამოგზაურო საიტმა Big seven travel-მა 2019 წლის საუკეთესო სანაპიროები გამოავლინა. ჩამონათვალში მოხვედრილი ადგილები სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანს მოერგება; იქნება ეს მზისფერი ქვიშით დაფარული ტერიტორია, სადაც განმარტოებას შეძლებთ, გასაგიჟებელი საღამოებისთვის მორგებული გარემო, ტროპიკული ხედები, როგორც "ბაუნტის" რეკლამაში, თუ კლდიანი ფარით გარშემოტყმული სანაპირო ზოლი.

საუკეთესო სანაპიროების გამოსავლენად საიტმა მკითხველები გამოკითხა, რის შემდეგ მიღებული შედეგები წინა წლის მონაცემებთან შეაჯამა და სარედაქციო გუნდის სიმპატიებით შეაზავა. სამწუხაროდ, სიაში არცერთი ქართული საზღვაო კურორტი არ მოხვედრილა, თუმცა შეგვიძლია მივულოცოთ ხორვატიელ ძმებს- მათი სანაპირო „ზლატნი რატ“, იგივე „ოქროს რქა“ 2019 წლის საუკეთესო სანაპიროდ დაასახელეს.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

1) ზლატნი რატ ( ოქროს რქა) - ბრაცი, ხორვატია;

2) ვაითჰევენ ბიჩ (Whitehaven Beach) - უითსანდის კუნძულები, ავსტრალია;

3) ლეღვის ხის ყურე (Fig Tree Bay) - პროტარასი, კვიპროსი;

4) Grace-ის ყურე - თერქსისა და კაიკოსის კუნძულები;

5) საიდუმლო ლაგუნა - ელ ნიდო, ფილიპინები;

6) რეინისფიარას სანაპირო - ვიკი, ისლანდია;

7) Source d’Argent - სეიშელის კუნძულები;

8)პლაია რუინას - კინტანა-როო, მექსიკა;

9) კანუჰურა - მალდივის კუნძულები;

10) ღორის სანაპირო (Pig Beach ) - ბაჰამის კუნძულები;

11) კიმის ყურე ( Keem Bay ) - მაიო, ირლანდია;

12) ბულდერსის სანაპირო ( Boulders Beach) - კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა;

13) კალა საონა - ფორმენტერა, ესპანეთი;

14) ზღვის მცენარეების ყურე (Seagrass Bay) - ლაუკალას კუნძული, ფიჯი;

15) გვირაბების კუნძული (Tunnels Beach) - კაუაი, ჰავაი;

16) მატირას კუნძული, ბორა-ბორა, საფრანგეთის პოლინეზია;

17) ნალის ყურე (Horseshoe Bay) - ბერმუდის კუნძულები;

18) ვეროის კუნძული (Vaeroy Beach) - ნორვეგია;

19) პლაია დელ ამორი (დაფარული კუნძული) - მექსიკა;

20) მაჰოს კუნძულის - სენთ ჯონი, ვირჯინიის კუნძულები;

21) სანსეტ სანაპირო - ოაჰუ, ჰავაი;

22) პედნ ვოუნდერი ( Pedn Vounder) - კორნვოლი, ინგლისი;

23) მაუნდეისის ყურე - ანგილა;

24) ბაია დელე ზაგარე - აპულია, იტალია;

25)სემინიაკის კუნძული - ბალი, ინდონეზია;

26) ელაფონისის სანაპირო - საბერძნეთი;

27) მაიამის სამხრეთ სანაპირო - ფლორიდა, აშშ;

28) აო ტანოს ყურე - კოჰთაო, ტაილანდი;

29) შვიდი მილის სანაპირო - კაიმანის კუნძულები;

30) ნეგრილი - იამაიკა;

31) პალომბაიას კუნძული - პორტო ვეჩიო, კორსიკა;

32) იაგოდნას ყურე - ჰვარი, ხორვატია;

33) აბუ-დაბის კორნიშეს სანაპირო - არაბთა გაერთიანებული საამიროები;

34)  პრაია დო კამილო - ლაგოსი, პორტუგალია;

35) პსაროუს სანაპირო - მიკონოსი, საბერძნეთი;

36) გუვერნერი - სენთ-ბართელმი;

37) აგიბას სანაპირო - მარსა-მატრუჰი, ეგვიპტე;

38) ოქროს ქვიშები - ბულგარეთი;

39) იპანემას სანაპირო - რიო დე ჟანეირო, ბრაზილია;

40)მონარქის კუნძულები - შოტლანდია;

41) ბელე მარ - მავრიკი;

42) მონტეროსო ალ მარე - იტალია;

43) შამპანის კუნძული - ვანუატუ;

44) კოეკოჰეს სანაპირო - ახალი ზელანდია;

45) ამანოჰაშიდატე - კიოტო, იაპონია;

46) ტანგალეს სანაპირო - შრი ლანკა;

47) მინის სანაპირო - კალიფორნია, აშშ;

48) იღბლიანი ყურე (Lucky Bay) - ესპერანსე, ავსტრალია;

49) ნგაპალის სანაპირო - ნგაპალი, მიანმარი;

50) დიანის სანაპირო - კენია

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top