პოლ მაკარტნის საშობაო მელოდიებს მხოლოდ ოჯახის წევრები უსმენენ

ეს პერსონა

ბითლზების წარმომადგენელმა, სერ პოლ მაკარტნიმ თავისი ოჯახისთვის საიდუმლო საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მხოლოდ მისი ახლობლები მოისმენენ და გასაჯაროვებას არ აპირებს.

78 წლის მუსიკოსის თქმით, საზოგადოება მის შემოქმედებას არასოდეს წარუდგენს, თუმცა მის შვილებს და შვილიშვილებს ალბომი მოსწონთ. „ბავშვებს ეს მუსიკა უყვართ. მას ყოველწლიურად უსმენდნენ, ახლა კი ეს კომპოზიციები ჩემ შვილიშვილებსაც მოსწონთ“, - ამბობს მუსიკოსი. 

მაკარტნის 5 შვილი და 8 ჰყავს. 2019 წელს მან საბავშვო წიგნი „Hey, Grandude!“ გამოუშვა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top