ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვავითარებთ თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ, ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ეს პერსონა

აშშ–თან ძლიერ და მდგრად სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვავითარებთ ჩვენს თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც  თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა.

"რამდენიმე კვირის წინ განვაახლეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმება „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება 2019-2022“, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპების რწმენა, კანონის უზენაესობა და თითოეული მოქალაქის უფლებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ–ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top