დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს - დიდი ალბათობით, „ბრექსიტი“ შედგება

ეს პერსონა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ 650-კაციან პარლამენტში 368 მანდატი მოიპოვა. ეს „კონსერვატორების“ უდიდესი გამარჯვება მარგარეტ ტეტჩერის 1987 წლის ტრიუმფის შემდეგ. „კონსერვატორების“ ტრადიციულმა მეტოქემ, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კი 191 ადგილი დაიკავა პარლამენტში.

როგორც ბორის ჯონსონმა პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, მათ ეძლევათ მანდატი „ „ბრექსიტის“ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა) დასასრულებლად“. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი „ბრექსიტის“ ბედს 2020 წლის იანვარში გადაწყვეტს.

„ლეიბორისტების“ ლიდეტმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ ეს იყო „ძალიან წარუმატებელი ღამე“, და გამორიცხა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა.

 ბორის ჯონსონი და „კონსერვატიული პარტია“ „ბრექსიტის“ პროცედურას უჭერებენ მხარს. დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იდეა სწორედ ჯონსონმა წამოაყენა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინა შემადგენლობამ უარი თქვა ევროკავშირიდან გავლაზე, რის გამო „ბრექსიტის“ საკითხი ჩავარდა.

არჩევნებამდე მმართველ პარტიას 258 მანდატი ჰქონდა, ლეიბორისტებს კი - 201.

  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top