"დავიღალეთ და უფრო მეტიც, დავიტანჯეთ..." - რა მოთხოვნა აქვს დავით ოქიტაშვილს მმართველ გუნდთან

ეს პერსონა

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, მმართელ გუნდს შემდეგი მოთხოვნით, მიმართავს:

"მივმართავ ქართულ ოცნებას! დაამთავრეთ ეს ნაც.კრიმინალები. მივმართავ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაუჭირეთ მხარი "პატრიოტთა ალიანსის" მიერ შემოტანილ რეზოლუციას და დაარქვით ამ ნაცჯალათებს თავის სახელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა გთხოვთ თავიანთი ხელმოწერით (500 000 ხელმომწერი). დავიღალეეთ! დავიღალეთ და უფრო მეტიც, დავიტანჯეთ ამ თქვენი კოაბიტაციით ამ ჯალათ პირსისხლიანებთან" – წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი.

 

ამასთან, ოქიტაშვილი, პარლამენტში მომხდარ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-აც მიმართავს:

"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, მიუხედავად პარტიული თუ სოციალური კუთნილებისა, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტის შენობაში მომხდარი ინციდენტი და უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე კანონის შესაბამისად".

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top