პარლამენტში დღეს ნათია თურნავას და კობა გვენეტაძეს მოუსმენენ

ეს პერსონა

პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ელოდებიან. თურნავას  "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ. 

რაც შეეხება, გვენეტაძეს, ის დეპუტატებს 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარუდგენს.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს ბოლო სასესიო კვირაა და შესაძლოა, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომების მოწვევაც გახდეს საჭირო,  რადგან ყველა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top