წონის დეფიციტით დაბადებულ ბიჭებში უნაყოფობის რისკი 55%-ით იზრდება - კვლევა

ეს პერსონა

ახალი კვლევის თანახმად, კაცებში, რომლებიც წონის დეფიციტით დაიბადნენ, უნაყოფობის რისკი 55%-ით იზრდება.

დანიელმა მკლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უშვილობის რისკი იზრდება, თუკი დაბადებისას ჩვილი ბიჭი დაახლოებით 2.97 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამასთანავე მათ ვერ აღმოაჩინეს მსგავსი კავშირი გოგოების შემთხვევაში.

მკვლევრების ვარაუდით, ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში წარმოქმნილი წონის დეფიციტი პენისსა და სათესლე ჯირკვლებში სხვადასხვა სახის დარღვევას იწვევს, რის გამო ჭირს განაყოფიერება. მათ აღმოაჩინეს, რომ წონის დეფიციტით დაბადებულ ბიჭებში უფრო მაღალია ჰიპოსპადიის გაჩენის ალბათობა. ჰიპოსპადია არის განვითარების მემკვიდრული დეფექტი, როცა შარდსადენის ხვრელი პენისის წვერის ნაცვლად სხვა ნაწილში მდებარეობს. გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ წონის დეფიციტით დაბადებულ ბიჭებში უფრო ხშირად ვლინდება კრიპტორქიზმი, ანუ სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა, რაც ამცირებს სპერმის რაოდენობას.

 ორჰუსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 5.594 კაცსა და 5.342 ქალზე დაკვირვება ჩაატარეს. როგორც აღმონდა, წონის დეფეციტით დაბადებულ მამაკაცთა 7.3% უნაყოფო აღმოჩნდა, როცა უფრო მძიმე წონით დაბადებულ მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 5.6%-ს შეადგენს.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top