ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა - საქართველოს მოქალაქეებმა საშუალოდ თვეში 235.4 მილიონი ლარი დახარჯეს 

ეს პერსონა

„საქსტატი“ ადგილობრივი ტურიზმის მესამე კვარტლის სტატიტიკას აქვეყნებს. ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში  საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონია, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე  1.4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებს. 

ვიზიტორების 36.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.6 პროცენტს შეადგენდა. ყველაზე მეტს საქართველოს მასშტაბით ტურიზმის კუთხით, თბილისის მაცხოვრებლები გადაადგილდებიან -35%.

15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები.

შიდა ტურიზმისთვის განსაკუთრებით საინტერესოა თბილისი, ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა (საშუალოდ 270.6 ათასი ვიზიტი თვეში)
და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საშუალოდ 238.3 ათასი ვიზიტი თვეში).
2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური, ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 235.4 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 22.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.7 ლარით და 169.4 ლარს უტოლდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top