ანკარა აშშ-ს: ვინც პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს ისტორიას, მიზანს ვერასდროს ვერ აღწევს

ეს პერსონა

გუშინ აშშ-ის სენატის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ სომეხთა გენოციდის შესახებ ანკარაში შეშფოთება გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1915 წლის მოვლენებზე მიღებული დოკუმენტი „სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად“.

უწყების თქმით, ესაა „ისტორიის პოლიტიზირების სამარცხვინო მაგალითი“, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ისინი, ვინც რეალობის დასაიგნორებლად   პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ისტორიას, მიზანს ვერასდროს ვერ აღწევენ“.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ  აშშ-ის სენატმა ერთხმად  მიიღო. დოკუმენტის მიღების ინიციატორები არიან დემოკრატიული პარტიის წევრი რობერტ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი.

სომეხთა გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი ითვლება. მრავალი ისტორიკოსის განმარტებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიამ 1.5 მილიონამდე სომეხი დახოცა და ქვეყნიდან გააძევა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top