რატომ ისაუბრა გიორგი გახარიამ უკრაინაში რუსულ ენაზე - პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განმარტება

ეს პერსონა

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის საერთაშორისო ენაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა სუამის სამიტზე, გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა. 

ჩიქოვანი საკითხის ირგვლივ, თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ადეკვატურობის გარკვეული ზღვარი, როგორც ზოგადად მედიისთვის, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც.

"მგონი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის ზღვარი, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარი გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

2
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top