ექსპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტემპს ინარჩუნებს

ეს პერსონა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ექსპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

11 თვეში  ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. უფრო კონკრეტულად,   ექსპორტმა  11 თვეში  3. 381.4 მლნ. დოლარი შეადგინა,   ხოლო  იმპორტმა  8 122.6  მლნ. დოლარი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top