გრიპისგან დაცვის ხუთი მარტივი წესი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან

ეს პერსონა

გრიპისგან დაცვის ხუთ მარტივ წესს სთავაზობს დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას .

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია, ორსულობის ვადის მიუხედავად.

"აცრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის.გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ - სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.რეგულარულად დაიბანეთ ხელები. სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა. ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს. თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა.შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს.თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს. გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში. როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს", - ნათქვამია რეკომენდაციაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ავად ყოფნის შემთხვევაში სახლში დარჩენას ურჩევს.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top