"დანით თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს" - ყაჩაღობაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ნ.ხ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, ქ.თბილისში, ნ.ხ. დიდ დიღომში მდებარე შპს „ორ ნაბიჯში“ დანით ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა 565 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  
სამართალდამცველებმა ნ.ხ. 2019 წლის 26 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top