საშობაო ფილმმა ჰომოსექსუალი ქრისტეს შესახებ ბრაზილიელთა განრისხება გამოიწვია

ეს პერსონა

ერთ-ერთმა უდიდესმა სტრიმინგ პლატფორმამ, Netflix ბრაზილიამ საშობაო სატირული ფილმი „ქრისტეს პირველი ცდუნება“ გამოაქვეყნა, რომელმაც ბრაზილიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 

ფილმის სიუჟეტის თანახმად, იესო ქრისტე ჰომოსექსუალია. როცა მას 30 წელი უსრულდება, ქრისტეს ოჯახში მოჰყავს „მოულოდნელი სტუმარი“. 46-წუთიანი სატირა ბრაზილიური კომედიური ჯგუფის, Porta dos Fundos-ის ნამუშევარია. ფილმი სტრიმინგ პლატფორმაზე 3 დეკემბერს გაუშვეს, რის შემდეგ ის გააკრიტიკეს კონსერვატიულად განწყობილმა პოლიტიკოსებმა, პროტესტანტებმა და კათოლიკეებმა.

760 000-ზე მეტმა ადამიანმა საიტ Change.org-ზე ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის მიხედვით, ფილმი „ქრისტიანებს სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს“.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს უფროსი ვაჟი ედუარდო Tweeter-ზე გამოეხმაურა საშობაო ფილმს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ღირს მოსახლეობის 86%-ის რწმენზე თავდასხმა?“, - დაწერა ბოლსონაროს ვაჟმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევანგელისტური ეკლესიის გაძლიერების ფონზე  კათოლიკეთა რაოდენობა მცირდება, ბრაზილია ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე დიდი კათოლიკური სამრევლოს მქონე ქვეყნის სტატუსს. 2010 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 64% საკუთარ თავს კათოლიკედ მიიჩნევს.

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top