ირინა გაფრინდაშვილი: სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. “საზღვარს”

ეს პერსონა

ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. "საზღვარს", - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა. 

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. "საზღვარს" ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის", – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top