ქანდაკებები, რომლებიც სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ - ფოტოკოლაჟი

ეს პერსონა

ყველა ეპოქაში  ქანდაკებებს სხვადასხვა უცნაურ მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ.  გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ზოგიერთ ქანდაკებას შეუძლია, იღბალი მოგიტანოთ,  ან მეორე ნახევარი გაპოვნინოთ, ოღონდ საამისოდ მათ უნდა შეეხოთ. სურვილების ასახდენად ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ამ „ბედნიერების მომტან“ ქანდაკებებთან მიილტვის. 

ახლა კი ვნახოთ ცნობილი სკულპტურები, რომლებსაც იღბალი მოაქვს.

პატარა პრინცესა ბუდაპეშტში

დუნაის სანაპიროსთან, ტრამვაის გაჩერებასთან, სადაც ულამაზესი ხედი იშლება,  სამეფო სასახლეზე , ერთი პატარა გოგოა მოკალათებული, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. გოგო მასხარას ტანსაცმელშია გამოწყობილი. მისმა შემქმნელმა, ლასლო მარტონმა გოგონას „პატარა პრინცესა“ შეარქვა. როგორც გაირკვა, ლასლოს ქალიშვილს პრინცესასავით გამოწყობა უყვარდა. ქანდაკების ორიგინალური ვერსია უნგრეთის ეროვნულ გალერეაში ინახება. მოქანდაკის ნამუშევარი ქალაქელებს ისე მოეწონათ, რომ 1990-იანებში მისი ასლი სანაპიროსთან, ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას დადგეს.

ფლორენციელი ტახი

ცნობილმა დანიელმა მწერალმა ჰანს ქრისტიან ანდერსენმა თავის ზღაპარში „ბრინჯაოს ტახი“  გაცოცხლებული ტახის ქანდაკების შესახებ მოყვა, რომელიც პატარა ბიჭს გაეკიდა. მეზვღაურის შთაგონების წყარო გახდა  ტახის სკულპტურა, რომელიც ერთ-ერთ ფლორენციულ შადრევანს ამშვენებს.

მნახველები ტახს პირში მონეტებს უყრიან, ასევე ბედნიერების მოსაზიდად დრუნჩს ეფერებიან.

 

მომღერალი დალიდას ბიუსტი პარიზში

პარიზულ მონმარტს ლეგენდარული ფრანგი მსახიობისა და მომღერლის, დალიდას, იგივე კრისტინა ჯილიოტის ბიუსტი ამშვენებს. პარიზელთა საყვარელმა მომღელმა 1987 წელს თავი მოიკლა, მისი დაღუპვიდან 10 წლის შემდეგ კი მისი ბიუსტი შექმნეს.

ლეგენდის თანახმად, იღბლის მოსაზიდად დალიდას მკერდს უნდა მოეფეროთ.

 

 აბრაჰამ ლინკოლნის ქანდაკება, სპრინგფილდი, ილინოისი

აბრაჰამ ლინკოლნის საფლავთან, ილინოისში ლინკოლნის ბიუსტი დგას.  ლეგენდის თანახმად, ლინკოლნის ცხვირს უნდა მოეფეროთ, რათა  სურვილები აიხდინოთ.

 

ბრემენელი მუსიკოსები, რიგა, ლატვია

ჯერ კიდევ უცნობია, რატომ შეარქვეს ქანდაკებას ბრემენელი მუსიკოსები, სადაც ერთმანეთს ასხედან მამალი, კატა, ძაღლი და ვირი.

ქანდაკების ინსპირაცია გახდა ძმები გრიმების ისტორია 4 ცხოველის შესახებ,  რომლებმაც მუსიკოსობა გადაწყვიტეს. 

ლეგენდის თანახმად,   ცხოველის ცხვირს ან ნისკარტს უნდა შეეხოთ, რათა იღბალი მიიზიდოთ.

 

კუმილი, კანალიზაციის მუშაკი, სლოვაკეთი, ბრატისლავა

კუმილს, რომელიც საკანალიზაციო მილიდან ამოდის, ბრატისლავაში, ქალაქის ძველ ნაწილში წააწყდებით. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, სურვილების ახდენისთვის კუმილის ქუდის წვერს უნდა შეეხოთ.

 

საკვამურის მწმენდელის ქანდაკება, ლვოვი, უკრაინა

ქანდაკებასთან შეხვედრას თუ გადაწყვეტთ, ჯერ უნდა ახვიდეთ „ლეგენდების სახლის“ სახურავზე. თქმულების  თანახმად, მოხუცს ქუდში მონეტა უნდა ესროლოთ, მაგრამ ეს ადვილი საქმე ნამდვილად არაა.

 

 ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება ვერონაში

შექსპირის პიესის წყალობით ვერონა შეყვარებულთა ქალაქად ითვლება. ტურისტული მარშრუტი ითვალისწინებს ჯულიეტას სახლის მონახულებას, რომლის ყველაზე ცნობილი ნაწილია შეყვარებულთა აივანი. მის ქვემოთ დგას ახალგაზრდა ჯულიეტას ქანდაკება. გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, იმისათვის, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ, ჯულიეტას მარჯვენა მკერდს უნდა შეეხოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top