"მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა" - გიორგი გახარია

ეს პერსონა

მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუამ-ის სამიტის დასრულების შემდეგ, ლიდერების მიერ პოლიტიკური განცხადებების რუსულ ენაზე გაკეთებას ეხებოდა. 

„ვფიქრობ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილისმომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო, არამედ კონტრპროდუქტიულიც იქნებოდა და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top