პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას , დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top