ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ეს პერსონა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ გამოიღო და ექიმი ისევ საპატიმროში დარჩა.

„ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი, შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება შეკრება, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან.

„თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ანაბნის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, ლაფანაშვილმა მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებსაც. “კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო წითელ ჯვარს გააქტიურებისკენ. ცხინვალის იზოლატორში არის ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა. ასე უპატროონდ არ უნდა იყოს ადამიანი მიტოვებული“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top