სსრკ-ს მოქალაქეების უცხოელებზე ქორწინება კანონით ისჯებოდა

ეს პერსონა

1947 წლის 15 თებერვალს სსრკ-ში გამოვიდა ბრძანება “სსრკ-ს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის ქორწინების აკრძალვის შესახებ". ამის ოფიციალურ მიზეზად ბრძანებულებაში დასახელებული იყო საბჭოთა ქალებზე ზრუნვა: “ჩვენი ქალები, რომლებიც უცხოელებს მიჰყვებიან ცოლად და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიდიან, უჩვეულო პირობებში ხვდებიან, რის გამოც თავს ცუდად გრძნობენ და დისკრიმინაციის ქვეშ ექცევიან” – ნათქვამი იყო ბრძანების ტექსტში.

გარდა ამისა, ბრძანება ხელისუფლების მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით უცხოელებთან არსებული ქორწინების ავტომატურად გაუქმებასაც მოითხოვდა.

საერთაშორისო ქორწინებების აკრძალვა სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოიხსნა, მაგრამ მათ მიმართ რეპრესიები მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top