"ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, გაზის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის" - დავით ნარმანია

ეს პერსონა

სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ფონზე ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი განიხილეს. ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივ აირზე ამჟამად დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა 31 დეკემბერს ეწურება, ამიტომ მიმდინარე ეტაპზე სემეკ-ი აქტიურად სწავლობს გაზის მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმებს, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია ტარიფს ადგენს.

სემეკ-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტარიფის დადგენისას დიდი მნიშვნელობა სამ კომპონენტს ენიჭება, როგორიცაა ენერგოკომპანიების მომავალი წლის საინვესტიციო გეგმა, ვალუტის კურსი და საოპერაციო ხარჯები.

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რამდენად მოსალოდნელია ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სემეკ-ის თავმჯდომარის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა ტარიფის ზრდის საფუძველს არ იძლევა.

"ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, გაზის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, ვალუტის კურსის ბოლო პერიოდის ოპტიმისტური მაჩვენებლებიც გარკვეული თვალსაზრისით ამცირებს ამ მოლოდინს. გასულ წელს, როდესაც ერთწლიანი ტარიფი დადგინდა, ლარის კურსი 2.66 იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, თუ ბოლო რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, სცენარი პესიმისტური იყო – ახალა შედარებით ოპტიმისტურია. მიუხედავად ყველა მოცემულობისა, ქვეყანაში არსებობს კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც მთავრობასთან ერთად ვაპირებთ, რათა კურსის რყევის შემთხევაშიც ამან ტარიფზე გავლენა არ მოახდინოს“, – განუცხადა დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორს

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top