"როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო"- ნინო ბურჯანაძე

ეს პერსონა

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ბურჯანაძის თქმით მისი ვარაუდი არ გამართლდა, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება პარასკევამდე მოხდებოდა, როგორც ის წინა განცხადებაში ამბობდა, თუმცა ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

„მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი დღის უკან ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ განთავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას“, - ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში.

13 დეკემბერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა 20 დეკემბერისთვის გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის კვეთის ფაქტს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top