თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყნად გახდომის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება

ეს პერსონა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა." - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-ზე მეტი ადამიანი უერთდება. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ რეგისტრირებულთა რაოდენობაა და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებას ქალაქიდან ბევრად მეტი ადამიანი შეუერთდება.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ განაცხადა, ზუგდიდიდან ღონისძიებაზე დასასწრებად ექვს ათასამდე ადამიანი მიემგზავრება. მან კატეგორიულად უარყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, მოსახლეობის იძულებით წაყვანის შესახებ. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top