4 ნოემბერს ტოგოში გემიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ნოემბერს ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია. უწყების განცხადებით, ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქალაქ პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქალაქ აბუჯაში, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.

საგარეო უწყების განცხადებით, 2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-ს. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top