მოწოდება სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველის მიმართ - დროულად გამოიძიონ მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი

ეს პერსონა

11 დეკემბერს 15 წლის მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT განცხადებას ავრცელებს. 

"ქვეყანაში მოქმედი არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების კოდექსი პროცესში ჩართულ ყველა პროფესიონალს ავალდებულებს  ამოსავალ პრინციპად გაიხადოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, გაითვალისწინოს ასაკობრივი თავისებურებები და ის სარისკო გარემოებები, რომლებმაც  შესაძლოა ზიანი მიაყენოს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ემოციურ მდგომარეობას და განვითარების შესაძლებლობას." - წერია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, GCRT მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სახალხო დამცველს, დროულად გამოიძიონ და დაადგინონ დარღვევები. ასევე, დეტალურად გაეცნონ საგამოძიებო ნაწილს და სასკოლო ისტორიას.

გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, 2019 წლის 11 დეკემბერს, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდა კანონის უხეში დარღვევით და დანაშაულის აღიარების იძულებით. რის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top