ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო მსვლელობას გამართავს

ეს პერსონა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან მსვლელობას აანონსებს. შეკრება 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. ოჯახი მოითხოვს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

როგორც მსვლელობის Facebook გვერდზე წერია, რეგიონებიდან შემოერთების მსურველები საოკუპაციო ხაზთან 14:00 საათზე უნდა შეიკრიბონ.

„ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა,  ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამინის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ, დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი“, - ნათქვამია მსვლელობის აღწერაში.

ცნობისთვის, გუშინ ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ექიმის შვილის, ირინა გაფრინაშვილის ინფორმაციით, ის არ ცვლის ჩვენებას და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top