ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტად აირჩიეს

ეს პერსონა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი უკვე ოფიციალურად არჩეული პრეზიდენტია. გუშინ გამართულ არჩევნებში მან ხმების 70.96 % მიიღო. თოყაევს პრეზიდენტობა უკვე მოულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინი თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა და ესაუბრა.

თოყაევი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 20 მარტიდან შეუდგა, მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ის რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა, მათ შორის, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top