შოტლანდია გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

ეს პერსონა

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრისა და შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავმჯდომარის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შემდეგ კვირას ქვეყანაში იგეგმება დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება

სტერჯენის თქმით, 12 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა შოტლანდიისთვის, რადგან რეგიონულ პარლამენტში 59-დან 48 მანდატი ეროვნულმა პარტიამ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა პარტიამ“ შოტლანდიის პარლამენტში 13 ადგილიდან 7 დაკარგა.

„იმაზე არაა საუბარი, რომ თანხმობა მივიღოთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისგან ან ვესტმინსტერის ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისგან. ეს ადასტურებს შოტლანდიელი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი“, - განაცხადა სტერჯენმა.

 ცნობისთვის, 12 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის  650-კაციან პარლამენტში 368 მანდატი მოიპოვა. ეს „კონსერვატორების“ უდიდესი გამარჯვება მარგარეტ ტეტჩერის 1987 წლის ტრიუმფის შემდეგ. „კონსერვატორების“ ტრადიციულმა მეტოქემ, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კი 191 ადგილი დაიკავა პარლამენტში.

 ბორის ჯონსონი და „კონსერვატიული პარტია“ „ბრექსიტის“ პროცედურას უჭერებენ მხარს. დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იდეა სწორედ ჯონსონმა წამოაყენა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინა შემადგენლობამ უარი თქვა ევროკავშირიდან გავლაზე, რის გამო „ბრექსიტის“ საკითხი ჩავარდა.

როგორც ბორის ჯონსონმა პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, მათ ეძლევათ მანდატი „ „ბრექსიტის“ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა) დასასრულებლად“. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი „ბრექსიტის“ ბედს 2020 წლის იანვარში გადაწყვეტს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top