"ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე დეპუტატის შეურაცხმყოფელ პოსტზე

ეს პერსონა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი გამოეხმაურა  თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის, ერეკლე კუხიანიძის Facebook პოსტს. დეპუტატმა გაფრინდაშვილების ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და შეურაცხყოფა მიაყენა.

ლაფანიშვილის თქმით, კუხიანიძეს ცილისწამებისთვის პასუხს აგებს სასამართლოში.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ აღმოჩნდა საკმარისი ექიმის გასათავისუფლებლად, რის გამოც ოჯახი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და უწყებათაშორისო საბჭოს შექმნას მოითხოვს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top