უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის საუბრების მოსმენაზე წვდომა შეზღუდა

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ სჯარო მოხელეების რიცხვი შეამცირა, ვისაც აქვთ წვდომა ტრამპისა და უცხო სახელმწიფოების ლიდერების სატელეფონო საუბრებზე.

ამჟამად სატელეფონო საუბრები ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, როგორებიც არიან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მალვეინი და მისი მოადგილე რობ ბლერი. ასევე შეზღუდულია წვდომა ტრამპის საუბრების სტენოგრამებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ყოფილა მიღებული.

ცნობისთვის, 25 ივლისს დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც გახდა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი. საქმის თანახმად, ტრამპმა მოითხოვა ზელენსკისგან 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თავის ერთ-ერთ კონკურენტზე, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ხანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top