გურჯაანის მერი და მერიის თანამშრომლები ავარიაში მოხვდნენ

ეს პერსონა

საგარეჯოში ავარიის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ. გურჯაანის მერიის პრესსამსახურის სპეციალისტმა დაზიანება თვალის არეში მიიღო.

მათ უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოდან გაწერეს.

ხანდამაშვილი და მერიის თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ.

 

 

წყარო: 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top