მწვანე სკოლა განცხადებას ავრცელებს - რა მოხდა ღამით, როცა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

ეს პერსონა

თბილისის „მწვანე სკოლა“ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

სკოლის განმარტებით, მოზარდი „მწვანე სკოლის“ მოსწავლე არ იყო და ის სკოლიდან მისივე ოჯახის გადაწყვეტილებით გადავიდა.

 ცნობისთვის, 12 დეკემბერს, დიღმის მასივში15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა მოზარდის დაბარება პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო. ის მოწმის სახით დაკითხეს. როგორც შემდგომ მოზარდის ადვოკატმა განაცხადა, სამართალდამცველები არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ხულიგნობის აღიარებას ითხოვდნენ.

მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top