თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ღონისძიება მიმდინარეობს

ეს პერსონა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

„მოგესალმებით თანატოლებს, რომლებმაც გადადეთ ყველა საქმე და დღეს აქ მოხვედით, დღეს შევიკრიბეთ, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, დიდი მადლობა ამისთვის. მივესალმები უფროს თაობას, თაობას, რომელმაც მრავალი გაჭირვება გადაიტანა, ურთულესი გამოწვევები დაძლია, რათა დღეს ჩვენ აქ შეკრების და ამ დღის აღნიშვნის უფლება მოგვეპოვებინა. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. მადლობა, რომ ჩვენ დღეს თავსუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები გვქია. აქ ვართ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი თაობის ამოცანაა, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა და ვეღარავინ მოახერხებს საქართველოს ამ გზიდან გადაყვანას, სწორედ ამ პოლიტიკური კურსის გამტარებელია „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

0
1
0
0
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top