"ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია" - კახა კალაძე

ეს პერსონა

"ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი? და საერთოდ, რა არის ჩვენთვის ევროპა?!

პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს.

ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია! ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა!

ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გაადაატანინებს ჩვენს ქვეყანას!“- განაცხადა კალაძემ.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top