“ქართული ოცნების” აქციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ეს პერსონა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სალომე თითმერიას და ოპერატორ ბექა მარჯანიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.

რამდენიმე მამაკაცი ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლის, „ნაციონალს“ უწოდებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა ოპერატორს დაარტყა.

ტელეკომპანია პირველი შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top