ჭიათურაში მოხეტიალე ცირკს უკანონოდ დატყვევებული დათვი ჩამოართვეს

ეს პერსონა

ჭიათურაში მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები კი შესაბამის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიგზავნება. 

ცხოველი კი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე იცხოვრებს.

წყარო: imedinews.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top