"მის მსოფლიო 2019" -ის ტიტული საქართველომ კვლავ ვერ მოიპოვა

ეს პერსონა

სილამაზის კონკურსის "მის მსოფლიო 2019" გამარჯვებული ცნობილია. ტიტული 23 წლის იამაიკელმა ტონი ენ სინხმა მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ გვერდი წერს.

დაჯილდოვების ცერემონიალი ლონდონში დღეს გაიმართა. გამარჯვებულს გვირგვინი წინა წლის მის მსოფლიომ, მექსიკელმა მოდელმა ვანესა პონსე დე ლეონმა გადასცა.  წლევანდელი გამარჯვებული რიგით მეოთხეა, ვინც იამაიკას წარმოადგენდა.

პირველი ვიცე - მის მსოფლოს ტიტული საფრანგეთის წარმომადგენელმა მოიპოვა, ხოლო  მეორე ვიცე-მისის ტიტული გოგონას ინდოეთიდან ერგო.  

კონკურსზე საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარმოადგენდა, საბოლოოდ ის  "ტოპ 20 ინტელექტუალში" შევიდა.

წლევანდელი კონკურსი უპრეცენდენტოა, ვარაუდობდნენ, რომ საფინალო ტრანსლაციას 100 მილიონი ადამიანი უყურებდა, თუმცა შოუმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და 900 მილიონმა ადამიანმა ნახა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top