"მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას" - შსს განცხადებას ავრცელებს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მამაკაცს დახმარება ესაჭიროება.

"არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას."

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top