ირაკლი კობახიძე: ერეკლე კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესს ხელს არ უწყობს

ეს პერსონა

ერთადერთი, რაზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა, გათავისუფლების პროცესს ხელს არ უწყობს.

„შესაბამისად, სასურველია მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ერთადერთ მიზანზე, რომ შედეგს მივაღწიოთ. ექიმის დატყვევება არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. ომსაც კი თავისი წესები აქვს. გაუგონარი და უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც დატყვევებულია ექიმი, რომელიც ადამიანებს მკურნალობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top