სვანეთის საპრეზიდენტო რეზიდენცია 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა

ეს პერსონა

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით,  კომპანიის 100%-ს ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.

სვანეთში  დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში. 

აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდა. 

წყარო: Imedinews
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top