უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტეს

ეს პერსონა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ  უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტეს. ინფორმაცია Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

უკრაინის კიევის პატრიარქის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ რომელიც კანონიკურად არ იყო აღიარებული 2018 წლის ბოლოს ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მფარველობის ქვეშ შევიდა.

მას შემდეგ რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინაში ახალი მართლმადიდებელი ეკლესია დააფუძნა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობა გაწყვიტეს. 

მანამდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა: კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებდა და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობდა.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

 

წყარო: Imedinews
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top